ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გეპატიჟებით ჩემთან, თუ სნობიზმი და არასრულფასოვნების კომპლექსი არ გძლევთ”- ანალიტიკოსი ღარიბაშვილს მიმართავს

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოცილურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად ყოფნის დროს იხსენებს.

ანალიტიკოსი პრემიერობის კანდიდატს მიმართავს, რომ ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ ის მის გადაცემაში ეპატიჟება.

“ბატონო პრემიერო (ირაკლი), “ქართული ოცნება” გახარიას პრემიერობისას ბოიკოტს რომ გვიცხადებდა მედიის ნაწილს, აბა, თუ გახსნით მედიასთან სივრცეს ხელახლა გაპრემიერების შემდეგ, სულაც გადაცემაში გეპატიჟებით ჩემთან, თუ სნობიზმი არ გძლევთ და არასრულფასოვნების კომპლექსი სხვა თანაგუნდელებივით.

და… ჰო…საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გახსენით, 2 კვირაში კარტოფილის თესვის პერიოდი მოდის და ვიშრომოთ მაინც ხალხმა, ხელისუფლებას შიმშილის მეტი არც არაფერი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ,”- წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა, პრემიერობის ახალ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

იტვირთბა....