ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტთან დაკავებული 25-ვე მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული 25 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა პირი გამოიკითხა.

ცნობისათვის, “მოძრაობა საქართველოსთვის”, უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციაზე იმყოვებოდნნე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. არლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც 25 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 5 დაკავებული პირი “ლელოს” წევრია.

 

იტვირთბა....