პარლამენტთის წინ გამართულ აქციაზე სხვა აქტიცისტებთან ერთად პარტია :ლელოს” წევრები საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძეც დააკავეს.
ცოტა ხნის წინ, “ლელოს” წევრებსა და სამართალადამცავებს შორის დაპირისპერება მოხდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისათვის, “მოძრაობა საქართველოსთვის”, უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
აქციაზე იმყოვებოდნნე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.