ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პარლამენტთან “ლელოს” წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

პარლამენტის წინ მიმდინარეა აქციაზე “ლელოს” წევრებსა და სამართალადამცავებს შორის დაპირისპერება მოხდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

“მოლოდინი გვქონდა, რომ ვიღაცას ეყოფოდა საღი აზრი და ისეთ კანდიდატურას წამოწევდა წინ, რომელსაც ეყოფოდა მისი გონებრივი და მორალური რესურსი, რომ ეს კრიზისი შეთანხმების გზით დაასრულოს. მაგრამ დაწინაურდა ადამიანი, რომლის პოლიტიკური მემკვიდრეობა ითვლის მხოლოდ კორუფციას და უმეცრებას. ასეთ საგანგაშო ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, რასაკვირველია, სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ საღი აზრისკენ”, – განაცხადა ბუაძემ.

შეგახსენებთ,  “ლელოს” წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ.

აქტივისტები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

 

იტვირთბა....