ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გულწრფელად ვთხოვე ღარიბაშვილს…” – მაია ცქიტიშვილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას წყვეტს

“გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს,” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” ოფისში გამართლ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აქტიური პოლიტიკურ ცხოვრებას წყვეტს. მან ასევე მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიას წელიწადნახევრიანი თანამშრომლობისთვის.

“გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ის 9 წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და დატვირთული, დავასრულო ამით. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი ქარსელაძე, არსებული მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი, მთელი ეს გუნდი ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ერთად წამოვიწყეთ. ჩემთვის არის ძალიან მისასალმებელი, რომ მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავბრუნდე იმ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე.

მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთან ერთად, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე,”

იტვირთბა....