რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს.
ცქიტიშვილმა “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა როგორც ირაკლი ღარიბაშვილს, ისე თანამდებობიდან წასულ გიორგი გახარიას.
ამასთან, როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, ის ტოვებს აქტიურ პოლიტიკას და რჩება იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.