ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ დაკისრებული გირაოს გადახდა-არგადახდის შესახებ საუბრობს.
ამასთან, ანალიტიკოსი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ მოწოდებზეც ამახვილებს.
“მეტრონომი” გია აბაშიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“რადიკალურმა ოპოზიციამ და ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს მიზანმიმართულად უწოდეს „გავრილოვის ხარკი“, რათა საზოგადოებაში აღშფოთება გამოეწვიათ. სინამდვილეში კი, გირაო ჯარიმაც კი არ არის, მისი შემტანი თანხას ავტომატურად არ კარგავს და იმის გარანტიაა, რომ ბრალდებული სწორად (კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად) მოიქცევა. გირაოს შემტანს, გირაოს თანხა დაუბრუნდება, თუ ბრალდებული კანონით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
ნიკანორ მელიას აქვს გირაოს შეტანის შესაძლებლობა 600 ათასი ლარის პირადი ქონება. 50 ათასი ლარი კი მხოლოდ სოციალურ ქსელში რეკლამისთვის აქვს დახარჯული და არ შეაქვს, რაც ღია განაცხადია, რომ კანონის მუდმივად დარღვევას აპირებს.
რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციებს. ცხადია, მისასალმებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისკენ არის მიმართული. ამასთან, ხაზგასმელია. რომ “ქართულ ოცნებას” არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი, პოლარიზაციისა და ვითარების გამწვავებისკენ.
უნდა ითქვას, რომ დესტრუქციული ოპოზიციის დღის წესრიგი ყოველთვის რადიკალიზაციაზე იყო ორიენტირებული. ახლაც, როდესაც მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა, როდესაც ამ გაერთიანებაში შემავალ პარტიებს ყოველდღიურად ტოვებენ პოლიტიკოსები, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა, ჩავარდნილი ბოიკოტისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა ნაცოპოზიციამ, დღის წესრიგის ხელოვნურად შესაქმნელად სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, კანონის დემონსტრაციული დარღვევით ვითარების ესკალაციაზე წავიდა.
ნათლად გვახსოვს, რომ განვლილი თვეების მანძილზე, პარტნიორების მიერ გაკეთებული უამრავი მკაფიო მოწოდების მიუხედავად, ნაცოპოზიციის უდიდესი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთო. ახლაც, როდესაც უკლებლივ ყველა საერთაშორისო აქტორი ესკალაციის მაპროვოცირებელი ქმედებებისა და რიტორიკისგან თავის არიდებისკენ მოგვიწოდებს, სექტა კვლავ აგრძელებს აგრესიული განცხადებების გაკეთებას, რაც სწორედ ესკალაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული.
სააკაშვილი, მელია და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გადაბარგებული დესტრუქციული ოპოზიციის შალიკოს ფანჩატური საქათველოს მოკავშირეების მკაფიო მოწოდებების მიუხედავად, კვლავაც მიდიან პროვოკაციაზე, იმუქრებიან, რომ არ დაემორჩილებიან კანონს
ვხედავ, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ქვეყანაში სტაბილურობისა და კანონიერების შესანარჩუნებლად. ქართველი ხალხნი ძლიერი, ამტანი და ობიექტურია. მე და ბევრნი პატივს ვცემთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას, რომ გამოვიჩინოთ თავშეკავება და თავი ავარიდოთ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა.
სამწუხაროდ, ამ ფონზე ოპოზიცია საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ესაა სავალალო რეალობა.
ამტანობა და წარმატებები ბატონ გომელაურსა და მის გმირ თანამშრომლებს!” – წერს გია აბაშიძე.
რადიკალურმა ოპოზიციამ და ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს მიზანმიმართულად უწოდეს „გავრილოვის…
Posted by Ghia Abashidze on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021