ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სულით და ხორცით სადისტი სააკაშვილი კიევიდან გეგმავს რევოლუციას” – ქეთი დოლიძე

“მე არ მომწონს გახარიას გადაწყვეტილება, ვერ გავიგე, რატომ გადადგა, რას გაერიდა, ნაცებთან დაპირისპირებას? ” – ასე აფასებს რეჟისორი ქეთი დოლიძე გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას.

ქეთი დოლიძის თქმით, “ნაციაოანლურ მოძრაობას” ჩადენილ დანაშაულს არასოდეს არ აპატიებს.

“მე “ნაცებს” არასდროს ვაპატიებ ჩადენილ დანაშაულებს. რა შერიგება, რის შერიგება? მაგათი სახსენებელი საერთოდ უნდა მოისპოს საქართველოში! ძალიან გული დამწყვიტა გახარიამ, მაგრამ მიხარია, ღარიბაშვილი რომ მოდის – საქართველოს მისნაირი ძლიერი ხელი უნდა მართავდეს.

მკვლელები და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ნიკა მელიამ რატომ მოიხსნა სამაჯური? რატომ არ იხდის გირაოს თანხას?! იმიტომ, რომ უნდა აქ ერთი ორომტრიალი დაატრიალოს. სულით და ხორცით სადისტი სააკაშვილი კიევიდან გეგმავს რევოლუციას. ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილის რეჟიმი დღემდე არ არის გასამართლებული. რატომ ატარებენ ეს მტარვალები დეპუტატების სტატუსს და რატომ ვუხდი ჩემი ჯიბიდან ხელფასს?!”, – განუცხადა ქეთი დოლიძემ “კვირის პალიტრას.”

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.

იტვირთბა....