ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მათ საბოლოოდ აღიარეს, რომ მათი პირბადე არ არის სამედიცინო!” – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულ მიმართვაში პირბადეების ხარისხთან დაკავშირებით კომპანია მაგნატის განმარტებაზე საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“მეგობრებო, თქვენი თხოვნის საფუძველზე დავუკავშირდი ,,მაგნატს”! – მაგნიტი • Magniti

მათ საბოლოოდ აღიარეს, რომ მათი პირბადე არ არის სამედიცინო და ,,შეცდომით” მიუთითეს, სამედიცინო პირბადე არისო!

შეცდომის აღიარება არის მისასალმებელი!

კიდევ ერთხელ, ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისძმევით მიღწეული შედეგი!

,, მაგნატის” პირბადე არ არის სამედიცინო!

ვინაიდან კომპანიამ აღიარა შეცდომა, გთხოვთ , არ გამოუცხადოთ ბოიკოტი და სხვა პროდუქცია შეიძინეთ ,,მაგნატში”!

ძალა ერთობაშია!

გილოცავთ, ამ თუნდაც პატარა გამარჯვებას!

ახლა , ეს პატარა გამარჯვებაც ძალიან დიდია

ველოდებთ ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy და Pharmadepot ანალოგიურ აღიარებას …
ბოიკოტი გრძელდება …” – წერს ფხაკაძე.

✅მეგობრებო, თქვენი თხოვნის საფუძველზე დავუკავშირდი ,,მაგნატს”❗მაგნიტი • Magniti

✅ მათ საბოლოოდ აღიარეს, რომ მათი…

Posted by Giorgi Pkhakadze on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....