ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოსალოდნელი ცვლილებები მთავრობაში – ტოვებს თუ არა დავით ზალკალიანი თანამდებობას

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას დატოვებს – მთავრობის ახალ წევრებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ვერსიები ვრცელდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხოს და საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში დეპუტატებმა გადაინაცვლონ. შესაძლოა, თეა წულუკიანი კვლავ მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელებენ.

წყარო: რუსთავი 2

იტვირთბა....