ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ ხმაურია. როგორც ირკვევა, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.
ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის წინამდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ და კარვის გადატანას პარლამენტის შენობის წინ აპირებდნენ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი. ერთერთი მათგანი დაკავებისას შეუძლოდ გახდა.
იხილეთ ვიდეო: