ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი მუსლიმების ამერიკაში შესვლის აკრძალვას მოითხოვს

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დონალდ ტრამპი, მოითხოვს მუსლიმანები ამერიკაში არ შეუშვან. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, მაშინ როცა 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი დაინგრა და ათასობით ამერიკელი დაიღუპა. ნიუ ჯერსიში მუსლიმები ზეიმობდნენ. ტრამპის ამ განცხადებას ნიუ ჯერსის გუბერნატორმა სიცრუე უწოდა.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი კორი ლევანდოვსკი CNN -თან აცხადებს, რომ აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ ემიგრანტად ჩასულ მუსლიმებს, არამედ ტურისტებად შემსვლელ მაჰმადიანებსაც.

„ყველას“ – ამბობს ლევანდოვსკი.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ამერიკაში 11 მილიონი არალეგალურად მყოფი ადამიანის დეპორტაცია სურს.

იტვირთბა....