ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიხსნება თუ არა 1-ელი მარტიდან უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები?

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემდეგ უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორიც გახსნის მოლოდინშია. თებერვლის დასაწყისში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს შეეხება და ისინი დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი იქნება.

„გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგვიანებით გამოვაცხადებთ”, – თქვა მაშინ მიხეილ ჩხენკელმა.

რა მოცემულობა გვაქვს დღეს და მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ?

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, დაზუსტებულია თუა არა 1-ლი მარტიდან დასწრებულ რეჟიმში აუდიტორიებში სწავლის განახლება და როდის გახდება ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ დროისთვის 1-ელ მარტს სწავლის განახლება ძალაშია, დამატებით დაზუსტებული ინფორმაცია კი, სწავლის დაწყებამდე გახდება ცნობილი.

წყარო: edu.aris.ge

იტვირთბა....