ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როდის დაამტკიცებს პარლამენტი ახალ მთავრობას – თარიღი ცნობილია

“პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილემ განაცხადა.

„დღეს გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც ოფიციალურად დაფიქსირდება განაცხადი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ხვალ და ზეგ ჩაინიშნება კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, სადაც მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო პროგრამას. ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და შემდგომ, ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა და დამტკიცება. საჭირო არის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, 76 ხმა და ეს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ექნება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.

იტვირთბა....