ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სად შეგიძლიათ გერმანიის გარდა ლეგალური დასაქმება – ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ორ ქვეყანას ასახელებს

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ლეგალური დასაქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სიმონიშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის გარდა კიდევ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და საფრანგეთში შეეძლებად დასაქმება.

“გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქქების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან 1 ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე.

დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება დეტალები ცნობილი.” – წერია “ფეისბუქით” გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებეთ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა – „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

იტვირთბა....