კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მეტრონომი” დათო ოქიტაშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ვირთხებს, კასრში გამოკეტილებს , როგორც ემართებათ , ესე აწრიალდნენ ნაც მოძრაობის დამქაშები , ირაკლი ღარიბაშვილის ხსენებაზე. გეცათ ბატონებო, სამართლიანობის სუნი, შეშინდით ალბათ პრინციპულობას რომ აღსრულება აუცილებლად მოჰყვება იმაზე , იგრძენით, რომ პასუხები უნდა გასცეთ საზოგადოებას, პირისპირ და ნამდვილი, თქვენი ვინაობისა და “საქმენი საგმიროების“ შესახებ , ამიტომაც აღელდით, ამუშავდა მანქნა, ეს დავწეროთ, ეს ვთქვათ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ, ოჯახს მივადგეთ, ლაფში გავსვაროთ, არ გამოგივათ, სააშკარაოზე გამოხვალთ ყველანი და ეს ცილისწამება კიდევ ერთი ბრალდება იქნება თქვენ წინააღმდეგ , მეთოდები დაგიძველდათ ბატონებო და კუდის მოქნევაც ალბათ მთელი ბოღმით გინდათ, მაგრამ თქვენი კუდი იმ ტყუილების ხარჯზე იმდენად დამოკლდა, ვერ მოსვრით ვერც ღარიბაშვილს და მით უმეტეს, ვერც შანსს დააკლებთ იმას, რასაც ქვეყანა ასე გულისფანქალით ელის კოჰაბიტაცია ჯალათ-მკლელებთან, სამშობლოს მიწის გამყიდვლებთან დასრულდება და ამას ირაკლისთან ერთად დაასრულებს ქართველი ხალხი!” – წერს დათო ოქიტაშვილი.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.
🆘🆘🆘🆘ვირთხებს , კასრში გამოკეტილებს , როგორც ემართებათ , ესე აწრიალდნენ ნაც მოძრაობის დამქაშები , ირაკლი ღარიბაშვილის…
Posted by Dato Okitashvili on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021