ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილს შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა” – მამუკა არეშიძე

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს: მისი თქმით, დაპირისპირება, რომელიც გახარიასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის არსებობდა, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია კონსოლიდაციით მოაგვაროს, რადგან ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის მოუგვარებელი თემები არ არსებობს.

„ღარიბაშვილი ითვლება „ქართული ოცნების” გუნდში ხისტ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა, რომელსაც შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს გუნდში. გახარიასა და ხელმძღვანელობას შორის იყო საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ და ეს გახარიამაც დაადასტურა. ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის ასეთი მოუგვარებელი თემები არ არის. ღარიბაშვილი როგორც კი წავიდა, ის თემები, რომელიც დაკავშირებული იყო სანათესაოსთან, დამთავრდა და ის ადამიანები ახლა მასთან ერთად ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.

ღარიბაშვილის მიზნები უნდა იყოს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორება, რაც თქვა მან კიდევაც. პანდემიის პროცესი და ეკონომიკური ვარდნის შეჩერება და სხვა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე სტრუქტურულად რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას. მას უფრო შეუძლია სახელისუფლებო პარტიული ვერტიკალი გააძლიეროს. საზოგადოების დიდი ნაწილი დაიღალა ამ პოლიტიკური თამაშებით, მას სჭირდება სარგებელი ნახოს და ქვეყანა იყოს ძლიერი. ეს უნდა საზოგადოებას და არა დაუმთავრებელი პოლიტიკური თამაშები, რომლის მთავარი რეჟისორი ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი არის” , – განაცხადა არეშიძემ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.  როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანიდიდატურა წარადგინა.

იტვირთბა....