ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ შემთხვევაში გიორგი გახარია მართალია“ – ბიზნესმენი პრეიმერმინისტრის გადადგომას აფასებს

ბიზნესმენი, თემურ ჭყონია პრემიერპოსტის პოსტიდან გადადგომის საკითხს აფასებს და ამბობს, რომ „ამ შემთხვევაში გიორგი გახარია მართალია“.

რაც შეეხება პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელის კანდიდატურას, ბიზნესმენი აცხადებს, რომ თუ მთავრობის შემადგენლობა იგივე დარჩა და მხოლოდ მთავრობის მეთაურის შეცვლა ეს რეალობას არ ცვლის.

„გახარია არ იყო მიუღებელი ტიპი, იყო 50/50-ზე, 0 არასდროს არ ყოფილა. მას სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა უპირატესობა ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თავისი ცხოვრების მომავლისათვის. ძალიან საინტერესო წინადადებებით წავიდა, რომ იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა, ასეთი გამოწვევაა, პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიცია ითხოვს ხელმეორედ არჩევნებს, ამ დროს არაფრის გამო იწყებ ახალ კრიზისს(მელიას დაპატიმრებას), რა თქმა უნდა გახარია მართალია, ამ შემთხვევაში.

ახალ პრემიერ მინისტრს რომ აირჩევენ, რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი, რომ ჩვენ გაგვიკვირდეს?! ვისაც აირჩევენ, ჩვენთვის არ იქნება მოულოდნელი, იმიტომ, რომ არჩევანი არის ძალიან პატარა, ერთ წრეში ტრიალებენ, თავის წრეში ეძებს სამწუხაროდ, მმართველი პარტია ნდობით აღჭურვილ პირს. ჩვენ არ გვჭირდება ნდობით აღჭურვილი პირი, ჩვენ არ გვჭირდება ცნობადი სახე, ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი, წესიერი ადამიანი, რომელიც ინტელექტუალებისგან შექმნის მთავრობას.” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იტვირთბა....