საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„თამარ ჟვანია არ გადამდგარა. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განუცხადეს “აიპიენს” ცესკოში.
ცნობისათვის, ჟვანიას გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ “ევროპული საქართველოდან” სანახევროდ წასულმა გიგი უგულავამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.