პარტია “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის საკითხს ეხმიანება.
როგორც იოსელიანი განმარტავს, ის ელოდებოდა, რომ მმართველი გუნდი აღნიშნულ პოსტზე ისეთ კანდიატურას წარადგენდნე, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ ფონს დაამშვიდებდა და პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიტატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის.
„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება მის ქმედებებში და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ველოდი, რომ „ქართული ოცნება” ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს პირიქით დაამშვიდებდა და პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხელისუფლებამ პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.