ახალი ამბები ბლოგები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში “მარინისფრად გათენდა”

არჩევნებისშემდგომი განწყობა სპეციალურად საფრანგეთიდან

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველი ტური ერთი სიტყვით შეიძლება შეჯამდეს – “შოკი” … კი, ნამდვილად შოკი საფრანგეთის  ისტორიაში, რადგან ქვეყნის 13 რეგიონიდან, 6-ში მარინ ლეპენის ნაციონალური ფრონტი ლიდერობს – არც მეტი არც ნაკლები 43% ით. მეორე ადგილზე ნიკოლა სარკოზის “მემარჯვენე რესპუბლიკელები” არიან, ხოლო მმართველმა სოც-პარტიამ მხოლოდ და მხოლოდ 23% დააგროვა.

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენი და მისი “ნაციონალური ფრონტი” დღეისათვის პირველი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში. ფრანგებმა ლიბერალიზმს მემარცხენეობას და ცენტრიზმს ამჯერად, პოპულისტი პოლიტიკოსი არჩიეს.

ძნელია ახლა იმ გარემოებეზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ფრანგების უეცარი ცვლილება რადიკალური ლიბერალიზმიდან, რადიკალურ ულტრამემარჯვენეობამდე, მაგრამ ფაქტია, ამჯერად ქვეყნის რეგიონალურ მართვაში შემოვიდნენ პოპულისტები და ურცხვი მატყუარა კლანის წარმომადგენლები.

რატომ კლანის? იმიტომ რომ, “ნაციონალური ფრონტი” რაღაც, შთამომავლობითი პარტიის მსგავსია… ჟან მარი ლეპენის თავმჯდომარეობიდან, მარინ ლეპენის თავმჯდომარეობამდე – პარტიულ ლიდერებად მარინის დეიდაშვილ-მამიდაშვილების მიმატება გამოკლებით და ნაცნობ მეგობრების პარტიულ სტრუქტურაში, არც თუ პატარა თანამდებობებზე დანიშვნით.

ძალიან ბევრი ანალიტიკოსი “ნაციონალური ფრონტის” ლიდერებს პლაგიატობაში და სხვა წამყვანი პოლიტიკური პარტიებიდან იდეების მოპარვაში ადანაშაულბს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, ლეპენის პუპულიზმმა და ევროსკეპტიციზმმა, ფრანგების სიმპათიები დაიმსახურა, იმ მძიმე პოლიტიკური და არც თუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რომელიც ამ წუთში ქვეყანაში სუფევს.

აშკარაა, მარინ ლეპენის გამარჯვებაში 13 ნოემბრის ტერაქტმა უდიდესი როლი ითამაშა. მარინის მიერ დახატულმა “მუსულმანმა საფრთხობელებმა” საზოგადოებში შიში და პანიკას მართლაც და მისთვის მომგებიანად დათესა…

ბოლო დღეები ხშირად მესმოდა ფრანგებისაგან “მარინი თუ არა, აბა ვინ?” და ამ არც თუ ფრთიანი ფრაზის ფრანგების ცნობიერებაში ასე მყარად დამკვიდრებას, აშკარად ლეპენის მიერ აპოკალიფსური სურათის დახატვამ და ტერორისტულ საშიშროებზე ეგრერიგად მანიპულირებამ შეუწყო ხელი…

არ მგონია, მოსალოდნელი არჩევნების მეორე ტურმა, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება, რაიმე კორექტივები შეიტანოს პირველი ტურის შედეგებში და როგორც ფრანგები ხუმრობენ, დღეს დილით, საფრანგეთში “მარინისფრად გათენდა”

გიორგი ფოფხაძე სპეციალურად “მეტრონომისთვის” საფრანგეთიდან

იტვირთბა....