aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოკლედ, ისე დამემართა, რაიკომის მდივანს რომ უთხრა გურულმა – იმის წასვლა, თქვენმა მოსვლამ გადამატანინაო!” – რას წერს ხათუნა ხოფერია პრემიერის გადადგომაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის საკითხს სოციალური ქსელით ეხმიანება.

როგორც ყოფილი პარლამენტარი თავისივე პოსტში გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთვავაზობთ.

“რა მოხდა და როგორ მომწიფდა გადადგომის აუცილებლობა?!

5 თვის წინ მოქნეულმა სამაჯურმა, 5 თვის შემდეგ მოსჭრა კბილები ოცნების ლიდერებს.

და დაიწყო….

კობახიძის განცხადებები მელიას დაჭერის აუცილებლობაზე. არა და… დავით გარეჯის დაკარგვის საშიშროებას დასტიროდა ერი და ბერი. მდინარაძის მიერ მოწყობილი ბრიფინგი, ბრიფინგი, ბრიფინგი… მელიას დაჭერის “სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე”. არა და… ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი რეგიონს ინაწილებენ. მსოფლიო გეოსტრატეგიას ახლიდან ალაგებენ. არა და, პანდემია მსოფლიოს უტევს და ჩვენი ხალხიც შიმშილის საფრთხის წინაშეა.

მოკლედ, ასე გახადეს მელია მგელიად!

თითქოს, მიდი და დაიჭირე… რა გიშლის ხელს… მაგრამ არა, მათთვის,უბრალო “აბიჟნიკის” დაჭერა, მიზანს არ წაადგებოდა.

მიზანი – გახარიას ჩამოცილებაიყო…!!!

სწორედ ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ, ამ უხეირო პერსონის მაქსიმალური გაპოლიტიზირება. 1. მიშამ სტატუსი მოუმატა- პარტია გადააბარა, თავმჯდომარეგ დანიშნა 2. ხელისუფლებამ (სასამართლომ და არა აღმასრულებელმა) გაასამართლა და მიუსაჯა. 3. პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა!
მთელი ეს პერიოდი, მთავრობა ამ პროცესებში არ ერეოდა… ანუ, გახარიაც არაფერ შუაში იყო…
ჰო, აი, აქ იწყება “მავანთა” წაუგებელი თამაში!

“პოლიტიკურ განაბად” ქცეული მელია სამართლის ყველა დაწერილი წესით დასაჭერია და ის გახარიას მთავრობამ უნდა დაიჭიროს : ვარიანტი 1. გახარია ჩაატარებს დაჭერის ოპერაციას, “შეეტენება” სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე, მიიღებს ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ამერიკელი კონგრესმენების და “გუნდის” წევრებისგან ზეწოლა-გაკიცხვას და უალტერნატივოდ გადადგება!!!.. ვარიანტი 2. გახარია არ მიიღებს მონაწილეობას “გავრილოვი-2”-ის სცენარის გათამაშებაში და პრევენციულად გადადგება!

აქ, მთავარი სიტყა არის- გ ა დ ა დ გ ო მ ა!

დიახ, ითამაშეს წაუგებელი თამაში და მიიღეს მთავარი პრიზი -გ ა ხ ა რ ი ა  გ ა დ ა დ გ ა!

და რა მერე… ?! რა სარგებელი მოუტანათ გახარიას წასვლამ?!

1. მელია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიჭირონ და ვინმემ აიღოს ამაზე პასუხისმგეგბლობა. 2. უნდა გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების საკითხი და ამაზე სრული პასუხისმგებლობა კობახიძისაა 3. დიდი ქართველი “პოლიტპატიმრის”, რურუას გამოსვების საკითხზე პასუხისმგებელიც კობახიზეა 4. დავითგარეჯის თემაც დასასრულებებია 5. მელიაზე უფრო მაგარი განაბი – მიშა სააკაშვილიც სავალდებულოდ დასაჭერია!… აღარ გავაგრძელებ… ესაა ის საკითხებია, რაც მთავარ პრიზს შლეიფად მოჰყვა!

რატომ მიიღო გახარიამ წასვლის გადაწყვეტილება?!…

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები მაშინდელმა შს მინისტრმა “ბოლომდე შეიტენა”, (ისე, საინტერესოა, თუ მაშინ დამნაშავე იყო მინისტრი, ახლა რატომ უნდა მიეღო გადაწყვეტილება პრემიერმინისტრს????) ერთადერთი, რაც მიიღო საპასუხოდ, “კაზიოლის” სტატუსი და სრული უმადურება იყო. ასევე იყო პანდემიის მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ეკლესიასთან ურთიერთობების უმტკივნეულოდ ჩატარება, არჩევნებში მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება და კიდევ ბევრი სხვა… ჰო და, ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო…

არც შევიდა….

გახარიამ მეორე, წაუგებელი ვარიანტი აირჩია. ის პრევენციულად წავიდა!
გახარიამაც წაუგებელი ითამაშა.

მას ვერ დააყრის ქოქოლას თავისი “შეკრული გუნდი”. მას ვერ დაამუნათებს ოპოზიცია(აუფ, ვიტომ გვყავს.. ), მას აქვს მაღალი რეიტინგი და ყავს მომხრეები,ყავს გუნდის წევრები (სავარაუდოდ პარლამენტშიც), მას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის!

ანუ, პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა პირობა სახეზეა. ახლა, მისი გადასაწყვეტია შექმნის თუ არა პოლიტიკურ ძალას.

გზაბედნიერი, პრემიერო!

პ.ს. ძალიან სასაცილოა, როდესაც ყოფილი ნაცები, პორტირებულები, კოჰაბიტირებულები, მიშას და სანდრას შნირები გახარიას ნაცობაზე საუბრობენ…
სასაცილოა და სასირცხვილოც!!!…

ახლა, გავიგე, რომ მომავალი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ნამდვილად გამეხარდა!
მოკლედ, ისე დამემართა, რაიკომის მდივანს რომ უთხრა გურულმა – იმის წასვლა, თქვენმა მოსვლამ გადამატანინაო!….)))))

თქვენც გზა ბედნიერი, ბატონო პრემიერო!” – წერს ხათუნა ხოფერია.

იტვირთბა....