თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სკვერში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო პირია და სკამზე გაყინული ნახეს.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.