ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ გვეშველება საერთოდ?! – არცერთი მხარე არაა რეალური პრობლემების მოგვარებით დაკავებული!” – გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

ჯანდაცვის ექსპერტი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში, სააფთიაქო ქსელს ფარმადეპოსა და ჯიპისის შესახებ საუბრობს.

“მეტრონომი” გიორგი ფხაკაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“სხვისი ბრალია !!!

ნეტა შერცხვათ მაინც ფარმადეპო-ჯიპისის ხალხს – ისე, საჯაროდ აღიარებისთვის კი არა, გულში მაინც შერცხვათ?

იცით, რაზე ვფიქრობ ახლა?! ქვეყნაში რამდენი ენერგია იფანტება ტყუილად. აი მაგალითად დღეს: უკიდურესად დაძაბულია სიტუაციაა; არ შევალ დეტალებში. მხარეები ერთმანეთს ასკდებიან.
ამდენი ენერგია იხარჯება და რისთვის?

ამ დროს ბევრი რეალური პრობლემაა ქვეყანაში, რაც მართლა აწუხებს ადამიანებს და რაც მართლა მოსაგვარებელია; ეს ენერგია და მოთხოვნები საერთოდ არ არის მიმართული ამ პრობლემების გადაჭრისკენ. მეტიც – არც კი ახსენებს არც ერთი მხარე.

ან ეს პირბადის მაგალითი ავიღოთ: გასაგებია, რომ იყიდება სააფთიაქო ქსელში უხარისხო პროდუქცია, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. სახელმწიფო რომ ხარ, თუ აქამდე არ იცოდი და გამოგეპარა, ახლა ხო გაიგე? მთელი ფეისბუქი ამაზე რომ ლაპარაკობს ამდენი ხანია. მიიღე რა ზომები! სადამდე უნდა იყოს ასე? სადამდე უნდა აკეთებდეს ერთი ადამიანი ჩართვებს საფრანგეთიდან და აქ კიდევ მოქალაქეები დარბოდნენ ხარისხის კონტროლის ინსპექტორებივით აფთიაქებში პირბადის ხარისხის შესამოწმებლად? ხომ უნდა იყოს რეგულაცია და შემდეგ ამ რეგულაციის ადმინისტრირება შესაბამისი ინსტიტუციის მიერ?! მიდი, შეამოწმე სახელმწიფო რომ ხარ და თუ არაა სამედიცინო პროდუქცია, ისე დააჯარიმე, გაკოტრების პირას დადგეს.

ხომ გამოსწორდება მაშინვე ყველაფერი? კარგი, არ აკეთებს ამას სახელმწიფო. ოპოზიცია რომ ხარ, თუ შენ ვერ მოიფიქრე ეს თემა, ახლა ხო გაიგე, რო არსებობს ეს პრობლემა, გაუკეთე პედალირება, ილაპარაკე ამაზე, აიძულე ხელისუფლება ზომები მიიღოს. მაგრამ არც ერთი და არც მეორე მხარე არაა რეალური პრობლემების მოგვარებით დაკავებული. არადა ეს ამდენი ენერგია ჰაერში მიდის. ორივე მხრიდან ფუჭად იფლანგება უზარმაზარი ენერგია…

რა გვეშველება ან თუ გვეშველება საერთოდ?!” – წერს გიორგი ფხაკაძე.

სხვისი ბრალია !!!

ნეტა შერცხვათ მაინც ფარმადეპო-ჯიპისის ხალხს – ისე, საჯაროდ აღიარებისთვის კი არა, გულში მაინც…

Posted by Giorgi Pkhakadze on ხუთშაბათი, 18 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....