ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გახარიამ გააცნობიერა რისკები, რომელიც  შესაძლოა ოპოზიციის ლიდერის დაკავებას მოჰყოლოდა” – BBC გახარიას გადადგომას ეხმიანება

“როგორც ჩანს გახარიამ გააცნობიერა რისკები, რომელიც  მთავარი ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებას შესაძლოა მოჰყოლოდა და გადადგომის გადაწყვეტლება მიიღო” – წერს ბრიტანული გამოცემა BBC.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ოპოზიციურმა პარტიებმა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ამომრჩეველს იმედი ჰქონდა, რომ პირველად ისტორიაში ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლებოდა, ამის ნაცვლად, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა.

შეგახსნებეთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

იტვირთბა....