პიარტექნოლოგიის სპეციალისტი, მწერალი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
“მიშა! შენ უარი თქვი საქართველოს მოქალაქეობაზე, დღეს რა ნამუსით მოძღვრავ ამ დროში და სივრცეში დაკარგულებს უკრაინიდან? მერამდენედ წირავ Შენ ხალხს? ჯერ ბიჭები ჩატოვე ცხინვალში, თანაც ორჯერ!!! 2004-ში და 2008-ში.
320.000 ციხეში ჩაწყვიტე, 7 ნოემბერს გაგუდე, 26 მაისს გადაუარე, 15 ივნისს თვალები დათხარე… ახლა ეს გზააბნეულები ზვარაკად დააგდე… ასე როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ხალხი? მერამდენედ??? კაცი ხარ, თუ ბოროტი ალგორითმი?” – წერს მოროშკინა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის და საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.