ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებს ხელშეკრულებები შეუწყვეტეს

თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა ორგანიზაციულ ცვლილებებს უკავშირდება – ეს ინფორმაცია „მეტრონომს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ტატა გამყრელიძემ მიაწოდა.

„თბილისში ეს ცენტრები გაერთიანდა და ერთი სამსახური შეიქმნა – გვითხრა ტატა გამყრელიძემ – ცოტა ხნის წინ რეგიონებშიც იგივე ცვლილება მოხდა. სხვა მიზეზი ხელშეკრულებების შეწყვეტას არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე დღეს გავრცელდა. ცნობილია აგრეთვე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

იტვირთბა....