ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეხვდება თუ არა ყველას ვაქცინა? – “კოვაქსის” ამბიციური გეგმა ჩავარდნის პირასაა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის “კოვაქსის” პლატფორმის ამბიციური გეგმა, რომ დიდი ქვეყნების პარალელურად დანარჩენ ქვეყნებშიც დაწყებულიყო ვაქცინაცია, თითქმის ჩავარდნის პირასაა. ამის შესახებ ინფორმაციას “Al Jazeera” ავრცელებს.

ვაქცინის 75% მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.  ამ ფაქტს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ეხმაურება. მან უკმაყოფილება გამოთქვა ვაქცინის არასამართლიანი და არათანაბარი გადანაწილების გამო.

“ასეთ კრიტიკულ მომენტში, ვაქცინის თანაბრად განაწილება ყველა ქვეყნისათვის, არის მორალური ტესტი მსოფლიოს საზოგადოებისათვის.” – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს დიდი ოცეულის ქვეყნებს, რომ შექმნან საგანგებო ჯგუფი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებზე მოახდენს ზეგავლენას და ასევე დაეხმარება ლოჯისტიკის საკითხებში, რომ ყველამ მიიღოს საკმარისი ვაქცინა.

რაც შეეხება საქართველოს, ცნობილია რომ თებერვლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა მიიღებს “Pfizer”-ის 30 000 -მდე ვაქცინას , რომლითაც მედიცინის მუშაკები აიცრებიან. მარტიდან კი დიწყება  “Astra/Zeneca”-ს კუთვნილი დოზების მიღება “კოვაქსის” პლატფორმიდან.

დღეისათვის  “Blommberg”-ის მიხედვით მსოფლიოში ვაქცინირებულია 187 მილიონამდე ადამიანი.

სიაში კი ლიდერობენ: შეერთებული შტატები – 57 მილიონი.  ჩინეთი – 40 მილიონი და დიდი ბრიტანეთი – 16 მილიონი.

ტატო ჩახნაშვილი

 

იტვირთბა....