ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა სამართალი

“რუსეთის შეკვეთაა… სნაიპერი ან უნდა მოკლან, ან დაიჭირონ”

ექსკლუზიური ინტერვიუ საფრანგეთში მყოფ გენერალ-ლეიტენანტ გოგი თათუხაშვილთან

დღეს, უკრაინაში მოხალისედ მებრძოლ ზაალ ლატარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ლატარიას ბრალი 260-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც  ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს. “მეტრონომი” დაუკავშირდა ზაალ ლატარიას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს. ადვოკატის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ლატარიას 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ველიჯანაშვილის განცხადებით, მის კლიენტს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აშანტაჟებდნენ, თუმცა უფრო დეტალურად ამაზე თავად ლატარია ისაუბრებს. როგორც ადვოკატისგან შევიტყვეთ, ლატარია ბრიფინგის გამართვას გეგმავს და თავად მიაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს. მანამდე კი ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ გენერალ-ლეიტენანტ გოგი თათუხაშვილს, რომელიც ამჟამად საფრანგეთშია. პირველად მან გაახმაურა ზაალ ლატარიას ამბები.

გენერალმა გოგი თათუხაშვილმა გაავრცელა განცხადებდა, სადაც საუბრობს უკრაინაში მებრძოლ  ზაალ ლატარიას უკანონო დაკავებაზე. თათუხაშვილის თქმით, ლატარიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  დააკავა და „პლანი ჩაუდო“ . ოფიციალური ინფორმაციით, ზაალ ლატარია ზუგდიდში ორი დღის წინ დააკავეს.

„მეტრონომი“ საფრანგეთში მყოფ გოგი თათუხაშვილს დაუკავშირდა.

„მეტრონომი“: ჩვენ გამოვაქვეყნეთ თქვენი განცხადება, რომელიც  ზაალ ლატარიას უკავშირდებოდა. ახლა რა ვითარებაა ლატარია საქმესთან დაკავშირებით?

– ოთხის ნახევარზე თქვენი დროით იქნება სასამართლო. საქალაქო სასამართლოსთან ასევე გაიმართება ლატარიას მხარდამჭერთა აქცია.

– რამდენი წელია რაც ზაალ ლატარია უკრაინაში ცხოვრობს?

-1995-1996 წლებში მსახურობდა ზუგდიდის ბატალიონში. შემდეგ გააგრძელა შინაგან ჯარში მსახური.  მან მიიღო მანაწილეობა ყველა საომარ ოპერაციაში. 1998 წელს გალშიც იბრძოდა. უკრაინაში ორი წლის წინ გაემგზავრა. ლატარია დონეცკში, აზოვის ბატალიონში მსახურობდა.

– როდის დაბრუნდა საქართველოში?

– ჯერ დაუჭირეს შვილი, მაშინ როცა უკრაინაში იყო. მე ვურჩიე, არ ჩახვიდე საქართველოში-თქო და მაინც ჩამოვიდა და დაიჭირეს კიდეც.

– შვილი რატომ დაუჭირეს ბატონო გოგი?

– წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, როგორც ხდება ხოლმე. როგორ უპოვეს ლატარიას ნარკოტიკი?

– თქვენ რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ „პლანი ჩაუდეს“? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლატარია არ ეწეოდა მსუბუქ ნარკოტიკს?

– ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ დაიჭერდნენ. მე რომ დამენახა, რომელიმე  ჩემი ოფიცერი ან ჯარისკაცი ეწეოდა მაგისთანა რამეს, თავად მივიღებდი ზომებს.

– თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, როგორ შეიძება განვითარდეს მოვლენები სასამართლოზე?

– მაგის პროგნოზს ვერ გეტყვით.

– რა მოტივაცია ჰქონდა ხელისუფლებას ლატარიასთვის  „პლანი ჩაედო“ ?

– რუსეთის შეკვეთაა. ზაალ ლატარია იყო შეფასებული, ასევე ყველა ჩემი სნაიპერია შეფასებული.

– შეფასებაში რას გულისხმობთ?

– სნაიპერი ან უნდა მოკლან, ან დაიჭირონ.

– ლატარია საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში თუ კიდევ აპირებდა უკრაინაში წასვლას?

– ის აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას. მე  ვეჩხუბებოდი, რომ ოჯახი საქართველოდან გამოეყვანა. ხელისუფლება ემუქრებოდა მის ოჯახს. ლატარია თვითონ დამიკავშირდა უკრაინიდან, რომ შვილი დამიჭირეს და ჩემ ჩასვლას ითხოვენო. ის შვილის გადასარჩენად ჩამოვიდა საქართველოში“.

ხელისუფლების მხრიდან მუქარა იყო, ვგულისხმობ სატელეფონო ან სხვა სახის მუქარებს…

– მუქარები იყო. გუშინწინ პატარა ბავშმვა დამირეკა, რომ თხუთმეტი წუთის წინ მამაჩემი დააკავეს გვიშველეთო. ლატარია ჩამოვიდა შვილის გადასარჩენად.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....