„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას და უმრავლესობის შეხვედრას გამართავს.
პოლიტსაბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე კი უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.
მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმსჯელებენ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატზე, რომლის დასახელებასაც სავარაუდოდ ხვალ აპირებენ.