20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური გიორგი გახარიას გადადგომას სოციალური ქსელით ეხმაურება.
როგორც მაკო გომური წერს, ამით არაფერი შეიცვლება და მის ადგილს სხვა დაიკავებს.
“საერთოდ არ ვარ გასწორებულში. არც გამხარებია, რავი მიზეზი არ მაქვს მაგის.
არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.” – წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური.
შეგახსენებთ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.