საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აიცილოს ძალადობა.
“მეტრონომი” საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.