ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

(ფოტო) პრინცი უილიამის შვილის მოკვლა სცადეს

დედოფალი ელისაბედ II-ის შვილთაშვილი, 7 წლის პრინცი ჯორჯის მოკვლა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “Independent”-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ  გამოააშკარავა ტერორისტთა დაჯგუფება, რომელიც გეგმავდა ძლიერმოქმედი შხამით მოეწამალა ნაყინი, რომლითაც მარაგდებოდა ის სკოლა, სადაც პრინცი ჯორჯი დადიოდა.

ბრალდებული არის ტერორისტი ISIS-ის წევრი, სახელად  საჰაიბ აბუ, რომელიც ზაფხულის შემდეგ დაკავებულია იარაღის შეძენა-შენახვისათვის.

როგორც ბრიტანული სასამართლო აცხადებს, ამოღებულია მიმოწერა, რომელიც ციხეში მყოფ ტერორისტსა და მის თანამოაზრეებს შორის მიმდინარეობდა ტელეგრამის აპლიკაციით.  საჰაიბ აბუს 28 წლიანი პატიმრობა ელოდება.

ბრიტანული პოლიციის განცხადებით , სამეფო ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

იხილეთ ბრალდებულის ფოტო:

იტვირთბა....