ექიმი ზურაბ გურული პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გონიერი კაცი ყოფილა პრემიერი. “ოცნება” დიდი ხანია გადასული იყო პოლიტიკიდან კრიმინალში, მაგრამ ახლა სისხლის სამართლის ისეთ მუხლებში აქვს შეტოპილი, რომლებიც მარტო პატიმრობით არ და ვერ დასრულდება.
იმედია პრემიერის გადადგომა ბევრ ზონდერსაც დააფიქრებს. ყველა ვერ გაასწრებს და არც შეიფარებენ რუსები. მაღალი რანგის ოფიცრებს მხოლოდ.
დიდხანს ვეღარ გაგრძელდება ეს ბალაგანი. რესურსი აღარ არსებობს. არც ფინანსური და აღარც საკადრო…
ისე, სასამართლო და ძალოვანები ვის ემორჩილებიან უშუალოდ, ისიც გამოჩნდა…” – წერს ზურაბ გურული.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.