საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა დგას რეალობა, როცა ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე, იყოს დემოკრატია თუ დიქტატურა.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ტვ “პირველთან” განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ რეალობას, როცა სამშობლო დგას არჩევანის წინაშე იქნება დემოკრატია თუ დიქტატურა. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის არის ადგილი. ეს არ არის ერთი ან რამდნიმე პოლიტიკოსის დაკავების მცელობა,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, “გახარიას გადადგომა არ ნიშნავს, რომ “ოცნების” რიგებში აგრესიული მხარე შესუსტდა”.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.