ავტობანზე, რუისი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 მდე ავტომობილი დაზიანდა. როგორც ირკვევა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ამის შედეგად უკან მიმავალმა ავტომობილებმა ავარიის თავიდან აცილების მიზნით დამუხრუჭება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.