ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა პოლიციელის დედ-მამასთან უნდა მივიდეთ” – მიხეილ სააკაშვილი

„ეს პოლიციელები დოქსოპულოები არიან, თუ დედები და მამები არ ჰყავთ?! ყველა პოლიციელის დედ-მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყურები და სახლში წაიყვანონ თავის შვილები,” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„ეს პოლიციელები დოქსოპულოები არიან, თუ დედები და მამები არ ჰყავთ?! ყველა პოლიციელის დედ-მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყურები და სახლში წაიყვანონ თავის შვილები. ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განადგურებას. ისინი ანგრევენ და ანადგურებენ საქართველოს, ემსახურებიან მხოლოდ გაზპრომის აქციონერს.

თითოეულის [პოლიციელის] მისამართი უნდა იყოს ცნობილი, ამაზე ვმუშაობთ უკვე, რომ მათი მისამართები გამოვაქვეყნოთ, ერთხელ უკვე ტელეფონები გამოვაქვეყნეთ.

თითოეულს უნდა ვემუშაოთ, დაველაპარაკოთ, თუ მაინც გააგრძელებენ აღარ უნდა დაელაპარაკო და სალამი არ უნდა მისცე. მათ თავი არ უნდა გამოეჩინებოდეთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

იტვირთბა....