aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ 14 წლის გოგოს ბაბუას პატიმრობა შეუფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლომ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუასპატიმრობა შეუფარდა.

ასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა. სქესობრივი კავშირის  მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.

კაცი შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს.

იტვირთბა....