ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს არის ჯოჯოხეთური დღეები და ტკივილი” – რა მძიმე შემთხვევას იხსენებს გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ქალზე ძალადობის შემთხვევზე “TV პირველის” ეთერში ისაუბრა. ექიმის თქმით, ხშირად ხვდება ისეთი დაზიანების შემთხვევებს, როცა ქალი მორჩენის შემდეგად მთელი ცხოვრები ტკივილით იტანჯება.

“ჩემი მოწოდება და თხოვნა იქნება, რომ რეაგირება უნდა მოხდეს პირველივე საეჭვო შეხვედრაზე. ერთხელ თუ გაუვათ, განმეორებით აუცილებლად მოხდება, ისევ იძალადებს. მოძალადეს ტკბილი სიტყვით ვერ გააჩერებ.

სამწუხაროდ ყოველ წელს რამდენიმე საზარელი შემთხვევა ფიქსირდება დამწვრობის ცენტრში, არამარტო ბენზინის შესხმა, არის ხოლმე ქიმიური დამწვრობები და სხვადასხვა აქტიური მჟავებით დამწვრობები.

მახსოვს ქიმიური დამწვრობა, როცა მამაკაცმა მჟავა შეასხა ქალბატონს სახის და გულმკერდის არეში და მასმედიით ეს შემთხვევა არ გაჟღერებულა. მაშინვე მოხდა მამაკაცის დაკავება.

ახალგაზრდა ქირურგი როცა ვიყავი, იყო შემთხვევები, როცა აზერბაიჯანელ მოსახლეობაში, როცა ქალი თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებდა, ნავთს გადაისხავდა და ცეცხლს წაიკიდებდა. თითქოს გარკვეული ტრადიცია იყო, თუმცა უკანასკნელი 10-15 წელი მსგავსი არ დაფიქსირებულა.

ეს არის ჯოჯოხეთური დღეები და ჯოჯოხეთური ტკივილი, ეს არ არის დაზიანება, რომელიც ერთ კვირაში გადაგივლის. მორჩენის შემდეგაც საკმაოდ სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ. ღრმა დამწვრობას თავისი ნაწიბურები ახლავს და მთელი ცხოვრების განმავლობაში სერიოზულ ტრამვებთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

იტვირთბა....