ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის, ასე რომ, ჭკუით იყავი”- მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებას ხელისუფლებას არ აპატიებს.

სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, “ჭუით იყოს”.

“მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე – დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი, ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამის აღარ სჯერა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო მეგობრობა დადგება ფეხზე და მარტო სანქციები კი არა, არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები.

ამიტომ არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის – ჩემი არამეგობრული მაგრამ დაჟინებული რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ ვითომ არდაჭერის გადაწყვეტილება, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოა. ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი, პირადად შენთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი.

ასემ რომ ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება. პროცესი 16:00 საათზე დაიწყება. ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება და ის მოსამართლის გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში დაელოდება.

იტვირთბა....