ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი მედიკამენტი შეიძლება დამკვიდრდეს კოვიდის წინააღმდეგ” – რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის ეფექტურობაზე სოციალურ ქსელში საუბრობს:

“თქვენთვის უკვე ცნობილი იქნება, რომ ახალი მედიკამენტი შეიძლება დამკვიდრდეს კოვიდის წინააღმდეგ. ეს მედიკამენტი ისრაელმა, ფაქტობრივად, გუშინ გააცხადა. ტელავისის კლინიკაში დაიტესტა ეს პრეპარატი, მან გაიარა კვლევის პირველი ფაზა. მედიკამენტის სახელია EXO-CD24. ეს პრეპარატი განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტებს, რომელთაც დაემართებათ კოვიდი, საშუალო ან მძიმე ფორმებით, არავინ არ მოკვდეს” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

იტვირთბა....