“კანონის მიმართ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, ყველას მოვუწოდებ, დაემორჩილოს კანონს. ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვან ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა, ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.”
სოზარ სუბარი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
ცნობისათვის, 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უმინიტეტი შეუჩერა.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. კერძოდ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.