ამერიკის შეერთებუი შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიურად გასაკეთებელი გახდეს.
მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობდნენ კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტე იმოქმედებს.
„იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს განსაკუთრებული ეპიდაფეთქება და მთელი მისი განშტოებები მთელს მსოფლიოში ვირუსის სხვადასხვა ვერსიის ციკლური გამეორების გარეშე შევაკავოთ. ასე რომ თქვენ ყოველწლიურად სხვაგვარად უნდა დავუპირისპირდეთ მას,“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინების ბაზარზე ამ დროისთვის ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევა “ფაიზერის”, “მოდერნასა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინები. მსოფლოს მრავალ ქვეყანაში მოსახლეობის აცრა ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ ვაქცინებით ხდება.