ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ოცნებას” პოლიტიკის ანა-ბანა რომ ესმოდეს, დღეს სასამართლო მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს” – კილაძე

“ქართულ ოცნებაში” ჭკუა რომ მიეკითხებოდეს ვინმეს და პოლიტიკის ანა-ბანა ესმოდეს, დღეს სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს. სამ კურდღელს დაიჭერთ.
ა) იტყვით რომ სასამართლო დამოუკიდებელია; ბ)სახეს შეინარჩუნებთ; გ)სიტუაციის განმუხტვა მოხდება და მსოფლიო არ ნახავს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის(ლიდერების) ძალით დაჭერის კადრებს. მეოთხეც მანდვეა,მაგრამ აქ არ დავწერ. p.s.ეს სტატუსი პოლიტიკოსებისთვისაა და არა მონებისთვის.”

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

სოციალური ქსელი.

ცნობისათვის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. კერძოდ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. 

იტვირთბა....