ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უწყების ცნობითვე, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, ასევე, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს.
“მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეექვსე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა”, – აცხადებენ უწყებაში.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.