ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გავრილოვი თუ აწუხებდა, არც სამაჯურს შეიბამდა” – მდინარაძე ნიკა მელიას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს გმირის მანტია მოისხას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2″-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუ ნიკა მელიას რეალურად აწუხებდა გავრილოვი, ამას თავიდანვე გააპროტესტებდა.

,,გავრილოვი თუ აწუხებდათ და რამდენად ყალბია მათი პათეთიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკა მელია 30 000 ლარს გირაოს არ გადაიხდიდა და ხელზე იმ სამაჯურს არ შეიბამდა, არ მისცემდა არავის ამის უფლებას. თუ ეს მისი და ,,ნაცმოძრაობის” მორალისთვის მიუღებელი იყო, მანამდე გააპროტესტებდა. თავისი ფეხით არ მივიდოდა და გირაოს არ გადაიხდიდა. მაშინ, ასე ვთქვათ, ივაჟკაცებდა. ახლა როგორც ცდილობს გმირის მანტია მოისხას და მაშინვე გააპროტესტებდა, რომ გავრილოვის საქმეზე მე ამ არც 30 000-ს გადავიხდი, არც ამ სამაჯურს გავიკეთებ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი როდის გააკეთა იცით, გაყალბებული არჩევნები რომ წამოვიდა მესიჯი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

იტვირთბა....