გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე პირბადეების ხარისთხთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს.
როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, იმისათვის რომ პირბადე ჩაითვალოს სამედიცინოდ, უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ 3 კვლევა.
“მეტრონომი” ჯანდაცვის ექსპერტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
იმისათვის რომ პირბადე ჩაითვალოს სამედიცინოდ, უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ 3 კვლევა- “თყპეIIღ – 4 ” რაც ამ სერტიფიკატში არ ჩანს (თურქულ სერტიფიკატი თანდართულია)
თუ ეს პირბადე სამედიცინოა, ყუთზე უნდა იყოს მითითებული სამედიცინო პირბადის კოდი და 3 სახეობიდან ერთ ერთი : ,,თყპე I”, ,,თყპე II” და , თყპე IIღ” მაგალითი არის სურათებში თუ რა და როგორ უნდა იყოს ლურჯი ყუთი)
ყუთს აწერია ,,დისპოუზებლ”.
არ ხდება ამ სერტიფიკატის და ყუთში მოთავსებული პირბადეების ინდენტიფიცირება, რადგან არ არის მითითებული მოდელი, არც კვლევაში და არც ყუთზე,” – წერს გიორგი ფხაკაძე.
იხ. ფოტო: