„არ მინდა თქმა ვინ იყო. შეხვედრას მთხოვდა, ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არ მაქვს და ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს და იქნება შენი ხმა, ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებ-თქო. დღეს კიდე ისეთი ხმა მისცა, მე მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე“.
ნიკა მელია – “ნაცმოძრაობის” თავჯდომარე
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.