“ნიკა მელიას შემთხვევაში კანონი აღსრულდება. თუმცა, არის ერთი მომენტიც. არ არის გამორიცხული სექტის ვინმე X-მა გადაიხადოს მელიას გირაო,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანალიტიკოსი თავისივე პოსტში დასძენს, “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური “პაიკები” ხელისუფლებას კანონის აღსრულლების გამო ემუქრებიან.
სასოწარკვეთილი “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პოლიტიკური პაიკები ხელისუფლებას ემუქრებიან კანონის აღსრულების გამო და “ქართულ ოცნებას” ჩიხში შესვლასა და კრიზისს “უწინასწარმეტყველებენ”.
თუ ვინაა ჩიხში შესული 31 ოქტომბრის შემდეგ და ვინაა დაშლის პირას კარგად ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე.
ნიკა მელიას შემთხვევაში კანონი აღსრულდება. თუმცა, არის ერთი მომენტიც. არ არის გამორიცხული სექტის ვინმე X-მა გადაიხადოს მელიას გირაო.
მერამდენჯერ ვიმეორებ – არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტსა და პოლიციაზე თავდამსხმელს არ შერჩენია და არც შერჩება ეს მძიმე დანაშაული! ეს იმგვარი “პოლიტიკური დევნაა” როგორც ბურჯანაძემ “მოიპოვა 6-7 მანდატი”. – წერს გია აბაშიძე.” – წერს გია აბაშიძე.
შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.