“რომ გითხრათ არ ვნერვიულობთქო, მოგატყუებთ. ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა”, – აღნიშნული განცხადება, ნიკა მელიას მამამ, ანზორმ მელიამ “ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნიკა მელიას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.
„რომ გითხრათ არ ვნერვიულობ-თქო, მოგატყუებთ. ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა, მაგრამ დეპრესიაში არ ვარ, რადგან ჩემს შვილს არ ასამართლებენ არც ქურდობაზე, არც მექრთამეობაზე, არც სხვა რამეზე.
მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა არის ვაჟკაცი. გირაო გადახდილი აქვს და გირაოს გირაო კანონით გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.